↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასწაული

დანელია რევაზ

2026-07-181 წთ საკითხავი283 ნახვა

—
ცა ინაბება, უნაბები ცისფრად ღუიან.აქ, უფლის ცაშიც, შენ გულს ბევრჯერ უღუღუნია.რქებს ზე მიჰყვება, საკუთარ რქებს ჩუმად ღვინია?მზის ეს სოფელი (ცაში ლხინი!) სულაც ღვინოა!შენც მიდი, შესვი ეს ცა, მზე კი _ გულზე ისხურე.შენი სულია ის მეგუთნეც და ის, ის ხუროც!..ირმისფერია, ირემია სულაც ეს ყანა!კაცმა ბავშვივით დედამიწა ხელთ აიყვანა,აიყვანა და მიეფერა, მიეხმატკბილა,რა სასწაულად, რა ლამაზად, ჰოი, რა თბილად!ცა ინაბება. . . აწ მზისფერი ეს უნაბებიცაში არიან, აგერ აქვე, სად არ არიან!თაფლა მინდორიც ჩუმად ცისკენ მიინაბება?ეს შენი სული _ საქართველო _ მთლად სიზმარია!

დანელია რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი