პოეზია · ლირიკა
უნივერსალი
მე გავუსტუმრე პარიზს დღეს ვალითუმც სულ არ იყო საქმე ადვილივნახე ლუვრი და ვნახე ვერსალიფრანგ მეფეების წმინდა ადგილისიტყვით ვერაფრით გადმომიციახმა არ ამომდის ბგერა მიწყდებააქ იმისთანა დიდი სივრცეათვალი ვერაფრით რომ ვერ მიწვდებასადაც არ წახვალ ყველგან კარგიატბაში რომ უცქერ ყვინთვას კვატებისეს მეთოთხმეტე ლუის პარკიახელში მომხვდარი დემოკრატებისდა უხერხული შიგნით სამყოფადდგას წარსულ დღეთა უკვდავსაყოფად.აი პარიზიც მორჩა გათავდაფალიაშვილი, ვაკე, ბაგები,მშენებლობები ირგვლივ სახლთან დამონატრებული ამხანაგებიაი სახლი და აი ადგილიაი ხეები ჩვენი დარგულისადაც ოცნება არის ადვილიდა რეალობა გადაკარგულისადაც სულების სასაკლაოაკიპარისებით დამშვენებულისადაც პირდაპირ სასაფლაოადა ეკლესია აშენებულიჩვენი ცრემლებით ამონამულიაი ეს არის ჩემთვის მამული.