↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნატვრა

ქინქლაძე ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი4202 ნახვა

—
ღმერთო, მომკალი წვიმაში და ბავშვობაზე ფიქრებით,ოღონ დახატე ის წვიმა ძველი, ფერადი ფანქრებით.აგურგურებულ ბუხარზე ჯერ მიმიფიცხე ხელები,მერე დამიცხვე ნაცარა კვერები, მთვარისხელები.შებუდრებული ზღაპრებში, როგორც წიწილა ბუმბულში,მომკალი კერიის პირას, ფანჩატურების ბუბუნში.მომკალი პალიასტომზე, შავ ზღვაში, კაპარჭინაში,ზღვის პირას თვალებმციმციმა, თეთრი შუქურას ჭიატში.მიგიზგიზებდა ოცნება, როგორც წალამი მაყალზე,ღმერთო, მომკალი ნამივით ამძივებული მაყვალზე.ის ჩემი ზავთი პირველი, ჩხუბი და გაამაყება,იმდროინდელი უჟმური ნუთუ ბოლომდე გამყვება?დაწყებულიყო სიცოცხლე სიბერით, ლაღად ივლიდა,განა არ სჯობდა ბავშვივით მიახლოება სიკვდილთან?!

ქინქლაძე ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი