პოეზია · ლირიკა
ქორწილი
იწყება ახალი კარნავალიდა ძველი ზღაპარი კვდება,დღეს ჩემი ბავშვობის დედოფალისხვისი დედოფალი ხდება.ნეტავ, რა მამღერებს ახლა, ცაო?თრობას უდარდელად ველი,ნუთუ ოცნებების სასაფლაოდიქცნენ ლაჟვარდები ძველი?ნუთუ ღრუბლებს გაყვა ჩემი ფლოტი,ცისკენ გაფრენილი გზნებით?ნუთუ ამდენი ხნის დონ კიხოტიუკვე სანჩო პანსა ვხდები?არა, ნუ ინაღვლებთ, ლამაზებო,თქვენ თუ შემოქმედის ნებითუნდა სხვის ცოლებად იარსებოთ,ჩემთვის დედოფლებად რჩებით.