პოეზია · ლირიკა
თოვლში იდგნენ ოდები
იმ ცისფერი მდინარისახლაც მახსოვს დინება...უკვე შუაღამეა,შენ კი არ გეძინება...ახლაც მახსოვს ფერადიანჩისხატის კარედი,გახსოვს როგორ ვღელავდი,როცა იგვიანებდი?ახალგაზრდა როდი ხარ,დეკემბერი მოვიდა...რა დაღლილი მოდიხარძველი სიმარტოვიდან.თოვლში იდგნენ ოდებიდა ათოვდა ხვიარებს...აღარც მე გელოდები,აღარც შენ იგვიანებ.