პოეზია · ლირიკა
გაორება
ახლა სოფელში დიდი თოვლია,წელს ნაადრევად ასე დათოვა...(მტკვარში ჩაიხრჩო ფრთები თოლიამ,ლურჯ მონასტერთან სცივა მათხოვარს).ეზოში რბილად გამორბის ფური, _მშიერი, _ დედის აწვალებს ჯიქანს...(დევს მაგიდაზე ღვინო და პურიდა მიკანკალებს ხელებში ჭიქა).წამოყვინთულა ნალია გვერდზე,ღადარი ბჟუტვას იწყებს კერასთან...(ტრამვაი მისდევს ხრიგინით რელსებს,ტრამვაი გამსრესს გაჩერებასთან).