პოეზია · ლირიკა
სარდაფი
სერგეი ესენინსჩვეულებრივად ეს დღეც თალხიადა ბედი, როგორც მევალე დაგდევს.ჩახვალ სარდაფში _ ჭრელი ხალხია,სარდაფში, სადაც დაგკლავენ დახლზე.ეფშვნება ჭიქა გაზინთულ კედელს,სისხლიან მკლავზე გიწევს ძმაკაციდა დედათქვენის დიდების ბედზე,სიკვდილი ცოტა ქეიფს დაგაცლით.ხვალ აღდგომაა! აღდგება ყველა,ვინც გაბასრულა ცივი ბებუთით.სიმაღლე მოგცა ერთი ამხელა.მიხვდებით ჯილდო ვისაც ეკუთვნის.არაყი ისევ ათრთოლებს ძარღვებსდა იატაკიც ბარბაცებს მძიმედ.შენ ეზოების აგინებ ძაღლებსდა ფანტავ ლექსებს _ დაწყვეტილ მძივებს.დაძაგრულ ნერვით ხარხარებ უხმოდ,მურდალ სიფათის ქებას არ იშლი.ვიღაცა მოვა სრულიად უცხოდა ტკივილიან გულს გადაგიშლის.სარდაფი თეთრი ცხელებით იწვის,სარდაფი ღმუის ცეცხლში ჩამთვრალი,სამყარო _ სადაც ცხოვრება ბილწი, _როგორც არასდროს არის მართალი!