↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისური ნოსტალგია

ხვედელიძე დარეჯან

2001-08-121 წთ საკითხავი377 ნახვა

—
დავეძებ ახალს, მაგრამ ამაოდ,ძველი დიდი ხნის დაკარგულია,ბეწვის ხიდზე რომ ისევ ქანაობს,შენი ბედი და ჩემი გულია.მე დავიკარგე, ცაც დაიკარგა,გაუჩინარდა თითქოს ხმელეთი,თუმც შევარდენის ფრთით დამიქარგესლურჯი ოცნება _ ცა იმერეთის.ჯრუჭის ხეობა, შავი ყვირილა,წმინდა მღვიმევი, კაცხის ტაძარი,ცვრიან მინდორზე ღინჭა, გვირილა,კეცის მჭადებზე ბუხრის ღადარი.არსად ჩანს მთვარე, მზეც დაიკარგა,თვითმკვლელობამდე მიდის ჩოხელი,მონატრებია თბილისს ნიკალადა თბილისელებს ყარაჩოღელი.

ხვედელიძე დარეჯან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი