პოეზია · ლირიკა
კვლავ დავბრუნდები
მოვალ ატმის და ტყემლის ტოტებით,ცხელი წვიმის და ღელის ნაკადით,მერე გედივით მშვიდად მოვკვდებიდა საბოლოოდ გეტყვი: ნახვამდის!ლოდინის სეტყვამ ღამე არია,რომ აღარა ვარ, მისთვის არ ვტირი,კლავიშს ათრთოლებს `ავე-მარია~და ჩემთანაა თვით სეგანტინი.კვლავ დავბრუნდები, როს გაზაფხულზეგაიფოთლება ტყეში შინდები,დამიტოვებენ ჭრილობას გულზე,ის სევდიანი პანაშვიდები.