პოეზია · ლირიკა
შენც თოვლით მოხვალ
მზე სადღაც დარჩა...და მოდგა ჩრდილი,მერე აქა-იქ გაკრთა სამყურაც,ცამ წვიმისფერი სევდის ბაღიდანქარვის ფოთლები გადმომახურა.... და ვხარობ მიწით,_ რა ვარ?_ ბალახი!ზეცად კი... ჩემი სული მარტვილობს,ვით შობისწინა ღამის ქალაქი,შენც თოვლით მოხვალ,ვიცი, აპრილო!