↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

მოთხრობა · ზღაპრები

რწყილი და ჭიანჭველა

ხალხური

4 წთ საკითხავი1411 ნახვა

—

რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა.
მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:
-მე გადავხტები და შენ რაგა გეშველებაო?
-განა მე კი ვეღარ გადავხტებიო?! - უთხრა ჭიანჭველამ.
რწყილმა ისკუპა - გადახტა.
ჭიანჭველამ ისკუპა - წყალში ჩავარდა.
შეეხვეწა რწყილს: - ძმობილო, მიშველე რამე, ნუ დამახრჩობ!
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ღორთან და სთხოვა:

- ღორო, მომე ჯაგარი,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ღორმა უთხრა:
- შენ რო ჩემტვის რკო არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა:
- მუხავ, მომე რკო,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

მუხამ უთხრა:
-შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ყვავთან და სთხოვა:
- ყვავო, ეხსენ მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ყვავმა უთხრა:
-შენ რომ ჩემთვის წიწილა არ მოგიყვანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კრუხთან და სთხოვა:
-კრუხო, მომე წიწილა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კრუხმა უთხრა:
-შენ რომ ჩემთვის ფეტვი არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ორმოსთან და სთხოვა:
-ორმოვ, მომე ფეტვი,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ორმომ უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის თაგვი არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა თაგვთან და სთხოვა
: -თაგვო, ეხსენ ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

თაგვმა უთხრა:
- შენ რომ ჩემთვის კატა არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კატასთან და სთხოვა:
- კატავ, ეხსენ თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კატამ უთხრა:
- შენ რო ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ძროხასთან და სთხოვა:
- ძროხავ, მომე რძე,
რძეს მივუტან კატასა,
კატა დასთმობს თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ძროხამ უთხრა:
- შენ რო ჩემთვის ბალახი არ მოგიტანიაო!

რწყილი წავიდა, დაგლიჯა მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა.
ძროხამ მისცა რძე, რძე მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსაჟ თაგვი მოშორდა ორმოსა, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხსა, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილა მიჰგვარა ყვავსა, ყვავი დაეხსნა მუხასა, მუხამ მოსცა რკო, რკოს მიუტანა ღორსა, ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწარი დაგრიხა და ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას, რომელიც ბალახს მოსჭიდებოდა.

ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველა ნაპირს გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. მერე ისევ გაუდგნენ ძმურად გზას

ხალხური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

მოთხრობა · ზღაპრები

ჩიტი და მელია

ხალხური

3 წთ საკითხავი2042 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

ოქროსტარიანი ცული

ხალხური

3 წთ საკითხავი1573 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი

ხალხური

1 წთ საკითხავი1496 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

ნაცარქექია

ხალხური

7 წთ საკითხავი1131 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

აბესალომ და ეთერი

ხალხური

12 წთ საკითხავი1036 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

ყოჩაღი ბაკური

ხალხური

12 წთ საკითხავი826 ნახვა

დესპანი