↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

მოთხრობა · ზღაპრები

ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი

ხალხური

1 წთ საკითხავი1495 ნახვა

—

იყო ერთი დიდებული ხელმწიფე. როდესაც დაბერდა და სიკვდილის ჟამი დაუდგა, დაუძახა თავის ერთადერთ მემკვიდრეს და უთხრა:

- შვილო, ხომ ხედავ, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, ფეხი სამარეში მიდგას, ქვეყანა შენს ხელთ უნდა მოექცეს. წადი და ყველა მხარეში თითო სახლი აიშენე, რომ გაჭირვება იქნება, თუ სხვა რამ, თავი იქ შეაფაროო.

შვილმა გაუგონა მამას, დაუხანებლად ადგა, წაიღო ფული და წავიდა. თავის სახელმწიფოში, სადაც კი მოეწონა ადგილი, მთა იყო, გორა, სოფელი თუ ტყე, მშვენიერი სახლები ააშენა. როცა ყველგან მორჩა სახლების აშენებას, დაბრუნდა მამასთან.

მამამ ჰკითხა:

- რა ჰქენი, შვილო, ააშენე ყველგან სახლები, როგორც გითხარი, თუ არაო?

- ავაშენე, - უპასუხა გულდამშვიდებით შვილმა, - სადაც ან მთა, ან კორდი მომეწონა, ყველგან მშვენიერი სასახლე დავდგიო.

- ვაჰ, შენს მტერსა, შვილო, შენ ის სახლები არ აგიშენებია, რაც მე გითხარი. ცარიელი სახლები გაჭირვებაში კაცს ვერ შეიფარებს. მე ის გითხარი, წადი, ყველგან თითო პატიოსანი კაცი დაიმეგობრე, შეიყვარე და შენი სახლი ის იქნება-მეთქი. სადაც კაცს კარგი და პატიოსანი მეგობარი ჰყავს, ის იმისთვის სახლიც არის და ბანიცო.

ხალხური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

მოთხრობა · ზღაპრები

ჩიტი და მელია

ხალხური

3 წთ საკითხავი2042 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

ოქროსტარიანი ცული

ხალხური

3 წთ საკითხავი1573 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

რწყილი და ჭიანჭველა

ხალხური

4 წთ საკითხავი1411 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

ნაცარქექია

ხალხური

7 წთ საკითხავი1131 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

აბესალომ და ეთერი

ხალხური

12 წთ საკითხავი1035 ნახვა

მოთხრობა · ზღაპრები

ყოჩაღი ბაკური

ხალხური

12 წთ საკითხავი825 ნახვა

დესპანი