პოეზია · ლირიკა
წუთისოფელი
წუთისოფელი ჰქვია ცხოვრებასმხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე,წუთისოფელში ხშირად ვყოფილვართტანჯვის ძლებასა და მოთმენაზე.სამყაროს აღქმის ღრმა აზროვნებასულში განცდების არის ამშლელი,მხოლოდ ქართველმა ერმა დაარქვაუტყუარი და ნაღდი სახელიკაცთა წარმავალ ყოფას, ცხოვრებას,ცვალებადობას ამადროების.მე ვარ მგმობელი მსწრაფლ მდინარებისჟამთა, სიმუხდლის საწუთროების,მადიდებელი ღმერთის და ზეცის,ქვეყნიერების უარმყოფელი,მიყვარს ნათელი მარადისობადა მძულს მზაკვარი წუთისოფელი.