პოეზია · ლირიკა
*** "არანაირად არ მოდის თოვლი"
არანაირად არ მოდის თოვლი,ის ემატება საგნებს და ჩრდილებსარანაირად არ მოდის თოვლი,ის მოდის, როგორც სექტემბრის დილა.თოვლს ემატება თოვლი და შიში _ეცემა სახლებს და დუმილს ვერ ცვლისდა შენს თვალებში თუ რამდენს ნიშნავსდაგუბებული სითბო და ცეცხლი,მე ვიცი მხოლოდ. რადგან თოვლიაჩემი სიზმრების თავი და ბოლო.და ხეობებზე ფრთებით თოლიებსშენი მოწყენა გადააქვთ მხოლოდ.მე ვიცი, თოვლი თოვლით სავსეა.თოვლი თოვლია. ღამე _ მხედარი.და ქუჩებს აკრთობთ თქვენი მსგავსებამაშინ, როდესაც თოვლში გხედავენ.მე ვიცი, თოვლი არ დაიცლებასიზმრებით, რადგან სიზმრების იქითარაფერია. და მზის მაცილიუფერულდება ღვინით და ჭიქით...არაფერია ამ თოვლის გარდადამტევი შენი სუნთქვის და ტანის,და ყველაფერი იწყება სადაცთავდება შენი სიზმრების მხარე.თავდება, რადგან თავდება თოვლი,როცა გაზაფხულს მზის სუნი უდის.ასე თავდება ზღაპარი ხოლმეყველანაირი... კარგიც და ცუდიც.ასე თავდება ქალი და ქალშითავდება თოვლი, ვერაფერს შველი,ასე თავდება ქალი და ქალშითავდება მზისკენ გაწვდილი ხელი.უნდა დაეცეს მიწაზე თოვლი,როგორც ფრინველი ეცემა ალვებს,რომლის თვალებიც და ფრთებიც რომლისჰგავს სამშვიდობოდ გაკიდულ ალმებს.უნდა დაეცეს მიწაზე თოვლი,ის დაეცემა და შენსკენ ივლისჩემი დაღლილი მზერა. და თოვლიგაკვირვებული იქნება ხილვით.არანაირად არ მოდის თოვლი,ის ემატება ჩრდილებს და საგნებს,არანაირად არ მოდის თოვლი.მოდის და... მიწას ყოველთვის აგნებს.და ასე აგნებს შენი სახელიჩემს მზერას, მზერა ყველაფერს ასწრებსდა იმახსოვრებს. და მზე ანათებსშენი დაღლილი დუმილის გასწვრივ.იმახსოვრებენ ქუჩები მერეკაბას, და კაბის ჩრდილების რხევას.მერე შუადღეს აკლდება ფერიდა ემატება ღამეთა თევას.შენ წევხარ, როგორც ტალღებზე ნავიდა ხერხემალი ჩიტივით გიცემს.შენ წევხარ. შენში იღვიძებს ქალი.მუხლები თეთრი. კისერი _ კვიცის.იმახსოვრებენ შენს თმებს და ღამესჩემი თვალები. და ჩუმად იწვისღამე. და ვიცი ათასი წელიშენ მოგესაჯა რომ ასე იწვე,რადგან თოვლია თავი და ბოლოჩემი სიზმრების. და მუდამ იწყებსიმას, რაც ასე თავდება მალე,როგორც ჩრდილებით თავდება სიცხე.უნდა მოვიდეს თოვლივით თოვლი...უნდა წავიდეს თოვლივით მერე.უნდა დააკლდეს ტკივილი ხსოვნას.და მოემატოს ტკივილი ფერებს.არ გათავდება ზამთარი თოვლით,როგორც მე შენით. და მთვარე ყვითლით,რადგან დღეები შენი თმის სუნითათასწლეულებს ადვილად ითვლის.არ გათავდება ეს ყველაფერი,რადგან ჩვენშია, და იქით მიდის,რომ არ გათავდეს და იყოს მუდამთოვლივით თეთრი, ჩუმი და მშვიდი.და მერე როცა შიში და თრთოლვააკლდება საგნებს და უფრო ჩრდილებს,არანაირად არ მოდის თოვლი,ყველანაირად იწყება დილა...