↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როცა სამშობლო ასე შორს არის

ბედიანაშვილი ჯიმშერ

2006-08-121 წთ საკითხავი285 ნახვა

—
უკვე არ მახსოვს სულის მგოსანი, _ოცნება ლაღად ფრთებს როდის შლიდა?..როცა სამშობლო ასე შორს არის,რა დამაძინებს ლოგინში მშვიდად!..კვლავ მესიზმრება მტკვრის სანაპიროსგაღმა-გამოღმა ლამაზი ხედიდა დავიწყება რომც დავაპირო,გავხდე მორჩილი საკუთარ ხვედრის –გამექცევიან გზაში ფიქრებიდა მიმატოვებს ვიცი, ოცნებაც.უსაქართველოდ მე ვინ ვიქნები, _ვარსკვლავი ჩემი ციდან მოწყდება...დე, ჩემი ფიცი ყველამ იცოდეს:უცხოობაში შვებას არ ველი!სწორედ იმიტომ მიყვარს სიცოცხლე,რომ დაბადებით მე ვარ ქართველი...გულს მიბნევია ნაზი შროშანიდა სევდიანად ისევ გაწვიმდა.როცა სამშობლო ასე შორს არის,რა დამაძინებს ლოგინში მშვიდად!
ბედიანაშვილი ჯიმშერ

ბედიანაშვილი ჯიმშერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი