↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ემიგრანტის სევდა

ბედიანაშვილი ჯიმშერ

2006-08-121 წთ საკითხავი274 ნახვა

—
მიჯობს ისევ კაცი მერქვასმართალი და უბრალო,ჩემი წილი ცოდვა მეც მაქვს,მომიტევე უფალო!ვერ გავყვები კაენის გზას,ვკიცხავ ცრუს და უგვანოს,სული სხეულს გაემიჯნა,ისევ მამულს უგალობს.ჰე, მამულო! რატომ მრიყავ?ვეღარ გავძლებ უშენოდ!ქაჯებს ისევ ნესტანი ჰყავთ,რამე უნდა ვუშველოთ!ისევ მიხმობს გლოვის ზარი,ძმები ისევ მელიან.ჰოი, სამღერ ხმაში ბზარირა დროს შემომერია!..მჯეროდა და რა გზაც ვკვალე,უიმედოდ ხუნდება.გამითენე, ღმერთო, ხვალე,ჩემი კვლავ დაბრუნება...მიჯობს ისევ კაცი მერქვას,მართალი და უბრალო.ჩემი წილი ცოდვა მეც მაქვს,მომიტევე, უფალო!
ბედიანაშვილი ჯიმშერ

ბედიანაშვილი ჯიმშერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი