პოეზია · ლირიკა
C.V
მე დავიბადე, ვაგრძელებ სუნთქვას...და გადახლართულ ლაბირინთებშივუსმენ და ვიცი ფოთოლს რაც უთქვამს;და თუ მომთხოვენ, გავირინდები.მე გავიზარდე, ვაგრძელებ სირბილს...და ხელებს ვიწვდენ მზისკენ და ცისკენ.ვხედავ, მომწყდარი ვარსკვლავი მიჰქრის;და როცა მთხოვენ, ჩუმად ვარ ისევ.მე ჩემს წლებს ვუსწრებ, ვჩერდები უცებ...ვგრძნობ, მაჩუმებენ სულ, გამუდმებით.როცა ფოთოლი ვარსკვლავებს უცქერს,ნუღარ მომთხოვენ, ვერ გავჩუმდები.