პოეზია · ლირიკა
*** "უსიყვარულოდ"
უსიყვარულოდ პატივცემა გერგო მეუღლის,რევერანსები, მოთხოვნები ცხოვრებას მოაქვს,ურმის კიჩოზე ჩაძინებულს ჰგავხარ მეურმეს,შენთვის გრძნობები, სამწუხაროდ,ვერასდროს მოვა.შენ მშობელი ხარშენი ცოლის ღვიძლი შვილების,საერთო ზრუნვა გამოგიჩნდათერთი წლის თავზე.ამ ზაფხულს უკვე მეორმოცე ჯერი იქნება,რაც ეგ თვალები დაგრჩენია იდუმალ გზაზე.ოჯახს უდგახარ მყარ საყრდენად,ეს კაცს შეშვენის,უყურადღებო არც მამა ხარ და არც მეუღლე...ალბათ, იმ გზაზე ქალწულია,ახლაც რომ გელის,მაგრამ უგრძნობი სიყვარულის გახდი მეურვე.