პოეზია · ლირიკა
* * * ეს ბესიკი
ეს ბესიკი, ხარანაული,რაღაცით ჩიტს ჰგავს:შემოჯდება შენს ღობეზე დათან არის, თან - არ არის.
გახედავ - კაცია დასანამ მუხლებზე კაბას ჩამოიწევ,გულისპირზე ხელს შეივლებ,სადღაა -
ფრთების სწორებით დაჩიჩახვზე ნისკარტის წმენდით გართულიჩიტი ზის ღობეზე.
გაწბილებული მოისვამ ხელებს თეძოებზე,მხრებზე - მოისინჯავ, ხომ ყველაფერი ადგილზე გაქვს,იმ ჩიტკაცამ ხელს რაიმე ხომ არ გააყოლა. ...
გაიხედავ და ისევ კაცია..გამოიხედავ და ისევ - ჩიტი...
ამასობაში შეიძლება ჩამოღამდეს,თუ რამე არ იღონე,თუ ხელი ჯოხს არ წამოავლე დაგამწარებულ-გაწბილებულმა, არ მოუქნიე...
მთავარია, ხელი არ მოგიხვდეს,თორემ იმ ხელით ცომს ვეღარ მოზელ:გაშლილ ხელისგულზე მეტაფორები ამოგივა,როგორც - საფლავზე მრავალძარღვები,და იმ სიცოცხლეზე ცეცხლივით მოგედება,რომელიც თან არის, თან - არ არის...