↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფოფოდიები

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21889 ნახვა

—
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა დაგანსხვავდებიან სხვა ქალთაგან ფოფოდიები,პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,დგებიან ადრე მოძღვრები და მათი ცოლები,დგებიან ადრე და კაბებით იმოსებიან.
თუმც პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს დაღმერთის სურნელი იბადება ანუ პურიდან,ცოლებს მოძღვართა, ყოველ დილით, ყოველ საღამომათხოვრები და მტრედები რომ ეობლებიან,ისმის სიცილი და ტირიან ფოფოდიები,ფოფოდიები მკერდმოჭრილი დედოფლებია...
ნუ შეგვიყვანებ განსაცდელსა გვიხსენ არამედ,მალე ღამდება, ასე ჩანს და ვამბობთ გარედან,ფოფოდიები მიჰყვებიან მოძღვრებს კარამდე,ან მოჰყვებიან და დაღლილნი ვნებას მოწოლილს,დაიოკებენ, თან იძინებს მთელი პლანეტა,როცა კოცონთან სხდებიან და თბება კოცონი -
მათი აურით, მივუტევებთ ვითარცა ჩვენ დასუნთქავენ მანამ, ჰაერს ღეჭავს სანამ სატანა,სანთლის შუქზე კი ჩრდილები და ღამე კანკალებს,იზრდება სითბო ბინაში და ბინაც იზრდება,დღეს დაღლილები დაწვებიან ფოფოდიები,დაწვებიან და ღვთისმშობელი დაესიზმრებათ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა დაგანსხვავდებიან სხვა ქალთაგან მღვდლების ცოლები,პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,დგებიან ადრე მოძღვრები და ფოფოდიები,დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი