პოეზია · ლირიკა
ფარული ვედრება
დილა იყო,მზე თვალებში ამოვიდა...გარეთ ძმები აფხიზლებდნენ ცხენებს,ნენე იდგა იქვე როგორც ქრისტიანიდა სხვის ღმერთზე ლოცულობდა ნენე...
უყურებ და ხვდები თუ რა რისკი არი"ქრისტე აღსდგა" - გააყოლო გამვლელს,ბაბა კოცონს სულს სულივით უბერავდადა ლექსივით იწყებოდა კვამლი.
შემდეგ ჩემი პატარა ძმაც იღვიძებდადა საუბარს უძებნიდა საბაბს,- ბაბა მინდა წავიდე და მოვინათლო,გეხვეწები, ნუ დამიშლი ბაბა.
ნენე ცრემლებს ერეოდადა კოროშინს იფარებდა კაბის,- ეგ არ მითხრა თორემ ჭიშკარს გადავკეტავდა სახლიდან არ გაგიშვებ ბაბი,
მოემზადე, ხვალ ჯამეში წიგიყვან დაშეგილოცენ მერე უკეთ იარ -ყოველ დილით სახლში ასე საუბრობდნენ,თუმც ჭიშკარი არ დაუკეტია
ბაბას,ღმერთო!...ერთხელ ისიც გავიგონე,ნენეს უთხრა თან მოგებით ნიშნის,ქალო შვილი არასწორად გაგიზრდია,ზედმეტი აქვთ შვილებს ჩემი შიში,
შემდეგ სექვზე დაისვენადა ტკივილიც შეერია ხმაში,- სიკვდილამდე ერთხელ მაინც გამაგონე,მოსანათლად გაგვეპარა ბავშვი!...