↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკულმინაციო ლექსი

აბუსელიძე როინ

2012-10-121 წთ საკითხავი21887 ნახვა

—
ამინდი სველი,შიგადაშიგ ქარების ჩქამი,დადუმდა ღელე,იკვეთება ნაკვთები დილის,გამოღმა გელი,პულსაციას გაებნა წამი,ავკრიფე წყევლა,შემოდგომა ოქტომბერს ყიდის.
ვაიმე ნენი,დრო საოცარ ტკივილებს ბარდნის,მოხუცდა ცხენი,ბაბას ისევ ყანაში სძინავს,ვაშლები თოვდა,მეხათრება წარსულის ხათრი,დუმს ჩვენი ოდა,დეკემბერმა დაიდო ბინა.
წაიქცა წელი,უხალისოდ გათოვდა თოვლი,გამოღმა გელი,გავიარე ბავშვობის - გაღმა,დადუმდა ღელე,დარჩენილა სამიოდ კომლიდავყევი დაბლასოფლისაკენ მომავალ აღმართს...
წარსულის ექო,მაბრუებს და მეკვრება სუნთქვა,რამდენ ხანს მეყო,ის ღამე და თვალები შენი,ფიქრების გემო,ოცნებებში მკთალდება სულ მთლად,მიყვარხარ ჩემო,მიყვარხარ დავაიმე ნენი...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი