პოეზია · ლირიკა
* * * მიყვარდა თქვენი შლეიფი
მიყვარდა თქვენი შლეიფი,თქვენი კაბები გრძელქობა,თქვენს დღეობაში ქეიფი,თქვენი უმანკო ცელქობა.
მხრებზე დაყრილი ხშირი თმა,უბე, შეკრული ღილითა,საღამოს სიყვარულის თქმადა გაბუტება დილითა!
ეხლა თქვენ მოკლედ იკრიჭავთ,მოკლეს ატარებთ კაბებსა,მკლავი სულ ღია მოგიჩანთდა იცხებთ ფერად აბებსა!
დრო იყო, თითონ გცოდავდით,თვალი ტანთ გხდიდათ ამოსა,ახლა ჟინდაგიცოტავდითდა თვალით გაცმევთ სამოსსა!