↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მითხარი, მითხარი"

სალუქვაძე მამუკა

2001-08-121 წთ საკითხავი775 ნახვა

—
მითხარი, მითხარი, პატარა ნაკადულო,რაზე ვარ ასე მოწყენილი?როგორც ყვავილი მოწყვეტილი,მე ისე ვხმები,არც იადონის ლამაზი ხმები,არც ვარსკვლავების არ მახარებსმკრთალი ნათება,მითხარი, პატარა ნაკადულო,რა მემართება?არისო ერთი საიდუმლო, რაც ყველამ იცის,ასე ამბობენ, საიდუმლოში თურმე ფარულშიუნდა ეძებო ღიმილიო, ღიმილი სიხარულში,სიხარული ბედნიერებაში, ბედნიერება თავისუფლებაში,თავისუფლება შენში,შენი თავი სხვებს შორის,სხვები მიწაზე, მიწა ზღვებს შორის,ზღვები შენს პლანეტაზე,შენი პლანეტა სხვა პლანეტებში,სხვა პლანეტები უსასრულობაში,უსასრულობა სიმღერაშიდა უნდა იმღეროდა თუ იმღერებ,აღარ იქნები მოწყენილი,როგორც ყვავილი მოწყვეტილი,მითხარი, მითხარი, პატარა ნაკადულო,სულ რომ მღერიხარ,განა ყოველთვის ბედნიერი ხარ?!!

სალუქვაძე მამუკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი