პოეზია · ლირიკა
*** "დღეები მოკლდება"
დღეები მოკლდება._ რას იტყვით, ექიმო, მოკვდება?_ არ ვიცი, იცოცხლოს ეგება, იმედი ცოტაა._ ცოდვაა.შეორთქლილ მინას მიადებს სახეს,თვალებს ხუჭავს და აღარ ახელს;სხეული ვერ იტევს ნაღველს;ჩურჩულებს სნეულის სახელს:_ ზამთარი, ზამთარი. _და იცმევს თეთრ ხალათს..._ ითოვებს ხვალაც?