↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "თუმც მეუცხოება"

სალუქვაძე მამუკა

2001-08-121 წთ საკითხავი779 ნახვა

—
თუმც მეუცხოვება ბაღი გაღობილი,კარს ნუ გამოკეტავთ, იყოს გაღებული.კმარა, გევედრებით, მუხლზე დამხობილი,ცოდვა ჩადენილი, მსხვერპლი გაღებული.აქ წმინდა ანდრია, რად არის ნამყოფი?!ნუთუ, სამართალი ქვეყნად არ ყოფილა...გული გაპობილი, ორად გაყოფილი,ჯერ არ მოწყვეტილი ერთი ხის ნაყოფი.თუმც, ნაყოფს თუ გული არა აქვს ჭიანი,ღმერთს ვთხოვოთ, ვილოცოთ, ეგებ, გაამთელოსდა უფსკრულის პირზედ მომდგარ საქართველოსხსნად გამოუგზავნოს მეგზური ჭკვიანი.ჩვენი წინაპრების წმინდა სამარხებით,ეს ხომ ღვთისმშობლის არის სანახები.მოდით, დავინახოთ, ნახვით გავიხაროთ,ძმები შევიყაროთ, აღარ გავიყაროთ.თავად მაგონდება, არა, არ ვიგონებ,ცრუ და ყალბ სტრიქონებს მხოლოდ საგაზეთოდ.სწორედ გამიგე და გონით გამიგონე,თავს ნუ დაიღუპავ, ჩემო აფხაზეთო.

სალუქვაძე მამუკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი