პოეზია · ლირიკა
საუკუნის ბოლო წელიწადს
შენ, მეოცე საუკუნის უკანასკნელ წელიწადს,გევალება დაუბრუნო გულს იმედი, ფერი ცას,სიყვარულის სიხარული ჯეელსა თუ ბერიკაცს,ქართველს _ თავის საქართველო,თავის ობლის კვერიცა.
ისევ ისე, ძველებურად, გვალოცებდეჩვენს ერთ ღმერთს,რომ მეოცე ვალმოხდილიშეხვდეს ოცდამეერთეს,არა ნგრევა, აშენება ამშვენებდეს მშენებელს,პროლეტარები კი არა,ქართველები შევერთდეთ!
1999