↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საუბარი საიათნოვასთან

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
მზიანი ხარ, ნაღდი, კარგი,შენი სიტყვა, შენი ჰანგიწარსულიდან ისევ მოვა...შენც ქართველი მწარედ გტკივა, _კრწანისისთვის თავის წირვამეც მინდოდა, საიათნოვა!
მაგრამ შენ რომ თბილისისთვის,გმირი მეფის გვერდით, სისხლშიხმლით და ჩანგით მიიმღერდი,მაშინ აქ, ჩემს მშობელ კუთხეს,მონისა და ობლის უღელსზედ ადგამდა ავი ღმერთი.
მაშინ, ტყვედმყოფ ჩემს მხარეშიგვიჭკნებოდა სიტყვა, ლექსი,იყო კვლა და იყო გლოვადა, რომ ვერცა ერეკლესთან,ვერცა შენთან ვერ ვიყავი,მაპატიე, საიათნოვა!გცნო თბილისმა _ დედაშენმა,შენი სული, შენი გული,შენი ძვალი დაიტოვა,სჯერა, _ არა დროებითა,საქართველოს პოეტი ხარ,საიათნოვა!
1988
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი