↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასახლე მაჩაბელზე

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—

თამაზ წივწივაძეს

მწერალი, გინდაც იყოს მწვერვალი,თავისი თავის არის მძევალი,ისე გაები ცალუღელაშიარც კი ღელავდი, მე კი ვღელავდი.
ვახსენე ღელვა და ზღვა მოდგაგზნებით სასახლეს:_ ჩემგან ზომავენ სიმაღლეებსდა ბევრ სხვა საქმეს;
ვიღელვოთ ერთად,ზღვის და ხმელის ნუა გარჩევა,რაც ქართულია ამ სასახლისსახლობს გარშემო.
კუთხე მთელისგან რომ არააჩამონახლეჩი, _ყველა კუთხელმა ეს ვიძახოთამ სასახლეში.
სართული? _ არა, კედელს ამაღლებსსიკეთე კაცის, წყალობა უფლის.ისე ატყვია ტყვია სასახლეს,რომ გეგონება ილიას შუბლი.
კარგო, მე უფრო კარგი მინდიხარდა თუ მერმისიც კარგი მიგველის,ერთად გვამყოფოს იმ დღის სინდისმა,რაიც ჯავრს იყრის მლიქვნელ-მქირდველის,
მწერალი თავის თვალით მცქერალი,იყოს მწვერვალი!
1999
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი