პოეზია · ლირიკა
სარფი
ზღვის და მიწის ღიმილშიმე, სარფიანი სოფელი,შუაში გაყოფილიც კივარ მტრობის უარმყოფელი.
გაღმაც, სევდიან ქედებზეზაფხულს ისეთი ფერი აქვს,ერთიმეორეს ეძებდესორი ძმის ორი კერია.
ისევ და ისევ გულისმწველგალობას ისმენს ხმელეთი,დანატრულ-დაკარგულისკენგაწვდილ-გამოწვდილ ხელებით.
დაე, შეერგოს სიამედმამულს ჩემი ხმა ლაზური,მოყვრისთვის კარი ღიაა,მტრისათვის გადარაზული.