↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სარკმელი

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52771 ნახვა

—
ჩემი ფაცხის სულ პატარა სარკმელიდან ვხედავ,ცის იისფერ კამარაზე ვარსკვლავები სხედან,სხედან, როგორც ბეღურები ნეკერჩხალის რტოზე,გვიცქერიან და ფიქრობენ მანძილზე და დროზე.ზოგიერთი ჩაქრა ალბათ მილიონ წლის წინათ,მაგრამ შუქი სიშორეში ისევ ცოცხლად ბრწყინავს,ასე უნდა იყო შენაც, კაცის ყოფნის ბედო,ერთი ღერი სხივით მაინც ჩვენს შემდეგაც ენთო.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი