პოეზია · ლირიკა
ფოთოლცვენა
ფოთოლცვენაა, ჩემო,სანაპიროზე ცივა.გახსოვს, ალუბლის გემო,ჭრელი ფოთლების წვიმა?გახსოვს ცისფერი სკამი,ალექსანდროვის ბაღი?იასამანი სამი,ჭადრის ფოთლების თაღი?საღამო იყო თბილიდა სიყვარული მუნჯი.შენი ნაკვთები თლილი,შენი თვალები ლურჯი.და ღამე იყო თეთრი,და თეთრი, თეთრი არე...მტკვრის სილუეტი მკვეთრიდა ფერმიხდილი მთვარე.და მე ვიყავი ბავშვისიყვარულისგან მთვრალი,და მაცილებდით სახლში _შენ, თბილისი და მტკვარი.მერე დაიმსხვრნენ წლები,ჭრელი გახუნდა ფარჩა...ბაღის კონტურის გარდააღარაფერი დამრჩა.გახსოვს, ალუბლის გემო?..გადარეული წვიმა?..ფოთოლცვენაა, ჩემო,სანაპიროზე ცივა.