პოეზია · ლირიკა
* * * ნეტავ ვიქცე კრიალოსნად
ნეტავ ვიქცე კრიალოსნად,ბროლის თათებითა მთვლიდე,ანუ ცოცხი გავმხდარიყავ,შენი ფეხის მტვერსა ვგვიდე!ნეტა მოხდეს, ჩემი თავიშენი თითის ბეჭდად იყოს,თითზე იმგვარად მოგეკრა,ვეღარავინ გამომიღოს!ან საწოლი-ტახტი ვიყო,ჩემზე იწვე და ხვრინავდე,ანუ ბუზი გავმხდარიყავ,შენს სახეზე დავფრინავდე!ბედნიერი ვიქნებოდი,მე რომ კოვზად ვწერებიყავდა შენსა ლამაზ თითებსასადილის დროს ვჭერებიყავ!ანუ ვიყვე რამე ნივთი,შენა გყავდე წასაღებად,შენს ჯიბეში მდგმურად ვიყო,შენი სახლის გასაღებად!