პოეზია · ლირიკა
სიჩუმის ხმა
ბნელი ღამის მკერდზე ჩამოშლილ ვარდსჰკოცნის ყინული შენი სიჩუმისა.
აამეტყველებ კარ და კარ ყველა იმ გზასსადაც მე გელიდაორთქლილ მინებზე თითების წარწერით - "მელაპარაკე".
და არ არსებობს სურვილი, ფიქრი ან ხმარომელიც განელტვის შენი ოცნების სარკეში ჩამდგარ უძირო ტკივილს.« წარსულის არგამცოცხლებელს.« სიტყვების არდამბრუნებელს« შენი მაჯების გარშემო შეუმჩნევლად გარინდულს.
და როგორც ზვიგენი შევცურავ ვარსკვლავებით მოჭედილ ზღვაშიშენი ქორწინების საპირისპიროდ.