↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცნაური დაკრძალვა

მჭედლიშვილი შალვა

2014-05-121 წთ საკითხავი731 ნახვა

—
(სონეტის კუბო)
კატორღელებს გვარიც და სახელიცჩამორთმეული ჰქონდათ, მხოლოდნომერი ეწერათ ქუდზე (შუბლისარეში) და ზურგზე. მიცვალებულსკი პატარა ფიცრის ნაჭერზე იგივენომერი!ვიდრე ეს გული ჯერ კიდევ მიძგერს,ლექსად გარდავქმნა მსურს ეს სახმილი:ბედშავ კატორღელს ვმარხავდით იმ დღესარც გვარი ჰქონდა და არც სახელი!მივაცილებდით უკუბო ცხედარს,უხმოდ, ორიოდ კეთილის მდომი,საზარი სუსხი ყინავდა ცრემლს დახავსს გაქვავებულს ვამსხვრევდით ლომით!ნარმის ნაფლეთში გამოხვეულიყინულის ლოდად იქცა სხეული.ნატამალიც კი არ ჩანდა მიწის,არც ღმერთი იყო წყვდიადში, არც ცა...და სულთათანას, ვინც მოკვდა მისთვისპურგა ღმუოდა მოძღვარის ნაცვლად!
მჭედლიშვილი შალვა

მჭედლიშვილი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი