↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "კვლავ გაზაფხულის ტყემლების"

მჭედლიშვილი შალვა

2014-05-121 წთ საკითხავი730 ნახვა

—
კვლავ გაზაფხულის ტყემლებისთეთრ თოვლსატმების სისხლის ცრემლი ერევა...ჩემო სიცოცხლევ _ მზევ ერთადერთო,ჩემო ლამაზო ბედნიერებავ.მარად შორს მყოფო და მარად მწველოდა იყოს წამი საბედისწერო,არ აღვივსები შიშით და ძრწოლით,მოვკვდები, როგორც ამაყი წერო,რომელმაც სულის დაკარგა სწორი!მარადი გლოვააბო თბილელის დედის გახსენებამწირ უდაბნოში შავ ბარხანებთანერთ დროს ღარიბი რომ იდგა ქოხი...დღეს დიუნები დახარხარებენ,ზეცას ბზარავენ საზარი მოთქმით...იქ ნაქოხართან გვიან ღამეშიაჩრდილი მოდის მწუხარე დედის,დაბუგულ შვილის გმინვის ხმა ესმისდა სული ისევ სავსე აქვს სევდით!უკვე რამდენი საუკუნეასულის იარა არ ეკურნებაჭკვაშეშლილ დედასმარადჟამს მგლოვარს...ხან ქარს, ხან მთვარეს აბარებს ამბორსშვილთან... და დღესაც მოელის აბოს,რომელიც მასთან არასდროს მოვა!
მჭედლიშვილი შალვა

მჭედლიშვილი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი