პოეზია · ლირიკა
* * * "ზამთრის შავი ქარებია"
ზამთრის შავი ქარებია,სულს მითოშავს ყინვა... თოვლი.თურმე არვის ვყვარებივარარვის გარდა სიმარტოვის!სულშიც ზამთრის ღამე ჩადგა _ეჭვებს ვეღარ მოვერიე,სიზმარეულ ყინვის გარდაზღაპარია ყოველივე?!სულში მწუხრის ზარებია,გულიც დარდით იწურება,მეც არავინ მყვარებია?ეს ხომ მტკნარი სიცრუეა!სიყვარულიც, ვარდობისთვეცვით მზე, ისე ცხადად იყო...მალვით მისთვის ვდარდობ ისევ,რომ არ ძალმიძს დაგივიწყო!