პოეზია · ლირიკა
ნიჟარები
/ფიქრიას/
კოჯრის ტყის სიზმრები რომ დავისიზმრეთ, გახსოვს?ისეთი თოვლი იყო,ფილტვებს პეპლის ფრთებივით ვშლიდით,მერე ამ ფრთების ბოლოებიდან,უამრავი კილომეტრების მიღმიდანგამოჩნდა სპილენძისფერი ზღვადა ჩვენც სხვადასხვა ზომის ქვებისგანსაკუთარი სხეულები ავაწყვეთ,საკუთარი ხმები ნიჟარებზე ჩავიწერეთდა ბალიშის ქვეშ ამოვიდეთ,რათა ძილშიც ერთმანეთისთვის გვესმინა.იმ ქალაქში არ ქროდნენ გაბრაზებული ქარები,ჰორიზონტს მიყრდნობილი გემებივეშაპებს ბაძავდნენ დაკარკასებზე ღუზების რაკუნით საუბრობდნენ.იმ ქალაქში არ იყვნენ ღამურები,ამიტომ რომანტიკული წყვილებითამამად ადიოდნენ სახურავებზედა შეჰყურებდნენ ღამის ცას,რომელიც ყოველთვის იძლეოდა უეცარი წაბორძიკების,სუნთქვის შეკვრის,მცივას და რა ლამაზიას თქმის საბაბს,და ცრიდა.............ამ ცას სიგიჟემდე უყვარდა წვიმა,ჯამბაზივით მიმოდიოდა წვიმის თოკებზედა ცისარტყელას რგოლებს ატრიალებდა.გახსოვს,როცა აღმოვაჩინე, რომ სახლი არ მქონდა,ობოლი ბავშვივით დავიბენი,მიწისქვეშა გადასასვლელების ხმაური გავიზეპირედა უცებ გამახსენდა, რომ ერთ დროსშენ იყავი უფრო მე, ვიდრე მე,და შენი სახლი უფრო ჩემი, ვიდრე ჩემი,და შენი სუნთქვა უფრო ჩემი, ვიდრე ჩემიდა ხელისგულზე ჩამქრალი სიგარეტიც გამახსენდადა დაგიძახე.ეს იყო მაშინ,როცა საფოსტო მტრედებივით დაფრინავდნენდა უხმოდ სწვდებოდნენ ერთმანეთსჩვენი ხმები....”ნაიკის” დახეული ბოტასი თუ გაქვსდა შავი ჯინსის შარვალიდა ყველა ჩამქრალი ფარანისიმდის მოცეკვავე გგონია,წერ.წერ ჟღალწვერა მოხუცზე,რომელიც ასევე წერდა,ყოველდღე სერვეთას ყავახანაში დადიოდადა იმ ქალს იხსენებდა,რომლის თვალებიცენგურიდან ახლადამოყვანილი კალმახის კოპლებს წააგავდნენ.წერ ზღვაზე,რომელსაც ნაპირი მწვანე დეკოლტესავით ეცვადა ტალღები ჯიშიანი ქალის მკერდივით უდუღდა.წერ ომზე,სადაც...რისთვისაც...როდესაც...რის გამოც...დანგრეული ციხის ჯებირებთანწყალმცენარეების სუნში აღრეულიგახრწნილი დელფინების სუნი იდგა დათვალდათხრილი ქალები ავტომატის ტყვიებს ეძებდნენფერდში,მუხლებში,თირკმელში,გულში...ყოველთვის,როცა მზე პირს იბანს,ცისარტყელას ზონრებზე გამობმული ქალაქი-არლეკინიუწონად მდგომარეობაში გადადის.იქ არც ჟანგბადია,არც ნახშირორჟანგი,იქ სარეველა ბალახები ვაგზლის ქვაფენილზე ამოდიანდა სამგზავრო მატარებლებს ელიან.ამბობ, არ გვინდაო ომზე...თხილის წკნელებისგან დაწნულ შეზლონგებს მთავაზობ,თუთის ზეწრებზე მაწვენ...მე ხომ აბრეშუმის ჭია ვარდა მუდამ გაფრენაზე ვფიქრობ,მე ხომ აბრეშუმის ჭია ვარდა საკუთარ თავისუფლებას ვატყვევებ,მე ხომ აბრეშუმის ჭია ვარდა მაინტერესებსმართლა მაცლიან ჭუპრიდან გამოფრენას,თუ ცხელი ჰაერით მომგუდავენ,რათა ჩემი დანერწყვილი კედლებიშრიალა პერანგებად აქციონ.უფერული ღრუბლები,უსახელო გმირები დაუპილოტო თვითმფრინავები დაფრინავენჩემი სამშობლოს ცაზე.ჩემს სამშობლოში,როგორც ექსპერიმენტულ ელექტროღუმელში,მილეთის მზარეულები ჩამოდიან დაუცნაურ ნამცხვარს აცხობენ:ერთი მეორედი მე,ერთი მეორედი შენ,ერთი მეორედი ის...(ნახევარი კაციო, რომ იტყვიან!..)ერთი მეორედი მთვარე(ცაზე რომ მოჩანს ის კი არა, რომ არ მოჩანს),ნახევარი ჭიქა გესლი,გესლზე ცოტა მეტი იმედი,ბებიაჩემი _ გასული საუკუნის მრავალწერტილი...მისი ჩაწურული თვალები(თუკი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია)...კარგად მოვურიოთ,ვაცხოთ ნელ ცეცხლზე რამდენიმე თვე,ან რამდენიმე წელი...ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაფშვნილი მიწაგაგრიდან,გუდაუთიდან,სოხუმიდან,გულრიფშიდან,ოჩამჩირიდან,ტყვარჩელიდან,გალიდან...აი ის, ცხვირსახოცებით რომ ჩამოაქვთდევნილთა კუბოებზე მოსაყრელად.ვდუმვართ.დუმილი ვასწავლეთ ყველაფერს:გაბზარულ ჭიქებს,წვიმიან ფანჯრებს,ეჭვიან საათებს...მხოლოდ ნიჟარები გვახსენებენ,ღამეს რომ სანთლები აკლია,სუნთქვას რომ სიხშირე აკლია,პალმებს რომ წყალი აკლია,და ჩვენ - ერთმანეთი.წავალ,სქელფერდიან გემებს ვინახულებ,მტირალა ნიჟარებს ჩავუტან,რათა ყოველი აჩქარებისას წყალწყვის ხაზზე დაიდონსაკუთარი გულისცემის მოსასმენად.