პოეზია · ლირიკა
რეცეპტი
ოდეს ჭაბუკა ქალსა გული უწუხდებოდეს,სიცხე რომ არა ჰქონდეს და ისრე სუსტდებოდეს,მაშინ მისი მკურნალიარის ესე წამალი:მოიყვანეთ ჭაბუკი, იყოს კარგი ტანადი,ყმაწვილი, ჩინოვნიკი, მთავარი, გინდ თავადი.რა იხილოს მან ქალი,მწოლარე სარეცელსა,მოვიდეს მოკრძალებით, გულზე იდებდეს ხელსა,დაიჩოქოს ცალ მუხლზედ, დიდხანს იყოს მდუმარე,თვალთ ცრემლი გაუბრწყინდეს, შექმნას მან ოხვრა მწარე;მერე უთხრას ხმა ნაზით: გეტრფი, გეტრფი და გეტრფი!...
ნახეთ, თუ ამ სიტყვებით ქალს ფერი მისცემოდეს,ისე გულს აქ აქშენდეს, ხანდისხან ღამდებოდეს.მაშინ ქალსა და ყრმასა მყის გადასწერეთ ჯვარი,თვარა სხვაგვარ წამლობით იქნება მალე მკვდარი.
1839