↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ერთი კაცი წვა სნეული

ერისთავი გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი317 ნახვა

—
ერთი კაცი წვა სნეული, თითქმის რომ სული ხდებოდა,თავს უჯდა ცოლი ყმაწვილი, ჰსტიროდა, ზედ აკვდებოდა.ცოლს უთხრა მომაკვდავის ხმით: ''ადე და დახურე კარი.მოდი, აქ დაჯექ, ხო ვკვდები, მაშ ჭეშმარიტად მითხარი:ჩემმა ტოლებმა ჩხუბშია წამომაყვედრეს, ვითომცაფილიპემ სეირნობაში სამჯერ ტუჩებში გაკოცა.ნუ ჩამაყოლებ ჯავრათა, მართლა ხო არა გყვარობდა?იქნებ გაცდინა და მისთვის ისრე გულითა ხარობდა?''ცოლმა მიუგო წუწუნით: ''მე სწორედ გაგიტყდებოდი,თუ რომ ვიცოდე, რომ ეხლა უთუოდ შენ მოჰკვდებოდი".
1854
ერისთავი გიორგი

ერისთავი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი