პოეზია · ლირიკა
წითელი პარასკევის ამბავი
დღეს ჩემს დისშვილებს წითელ კვერცხებზე შეავლებინეს ხელი.დღეს წვიმს, ისე, როგორც ამ დღეს ყოველთვის წვიმდა.ხვალ საღამოთი ნინო და მაიკო ეკლესიაში წავლენ და დილამდე დარჩებიან იქ.მე გამახსენდება კარლოს «აღდგომა დასავლეთ საქართველოში».მე და კარლო არ ვიყავით მეგობრები -მხოლოდ პოეტები თბილისში.თბილისი ნელ-ნელა იცლება ნაცნობებისგანდა შენც უკვე ახალ ხალხს ესალმები და ესაუბრები.ისინი ლაპარაკობენ იმ ქვეყნებზე,რომლებშიც არასოდეს ყოფილხარ.ისინი ხანდახან ძალიან კარგები არიანდა შენ გიჩნდება სურვილი, შეიყვარო ისინი გამქრალი ნაცნობებივით,მაგრამ ვერ ახერხებ ამას.ხვალ საღამოთი შენც გახვალ ქალაქში და ეკლესიებს ჩაუვლი -მარხვა არ დაგიცავს,არც სანთელი დაგინთია,წითელ პარასკევს იმუშავე დარამდენიმე ჭიქა წითელი ღვინოც დალიე -და მაინც გიხარია ეს დღე -ეს მშვიდი ხალხმრავლობა ქუჩებში,ეს მშვიდი გუგუნი ზარების,ეს მშვიდი შეგრძნება საკუთარი ცოდვების,ეს მშვიდი სევდა გარდასული აღდგომების -ნინოსთან, შორენასთან...ეს მშვიდი გამოხედვა გოგონების, ღამის შუქზე,და ეს მოუსვენარი ძიება ვიღაცის,რომელიც თითქოს იცი კიდეც, სად უნდა იპოვო.ჰო, ხვალ საღამოთი ნინო და მაიკო ეკლესიაში წავლენ და დილამდე დარჩებიან იქ.დილით კი გაზაფხულის ბოლო თვის პირველი დილა დადგება დაუცებ რაღაც ძალიან სევდიანს მიგახვედრებს.დილით არ გამოეფინებიან ბავშვები და უფროსებიბუშტებით და ტრანსპარანტებით და დროშებით ქუჩებში.არ იქროლებენ ველოსიპედები და რადიო მთელს ქალაქს არმოჰფენს საზეიმო მარშებს.დილით ჩემს დისშვილებს გაატეხინებენ წითელ კვერცხებს დამე კიდევ ერთხელ გამახსენდება კარლოს ლექსი.დათო დამირეკავს და მომილოცავს. და ალეკო. და ზურა. და შეიძლება სხვებიც.მერე კი ერთმანეთს ვნახავთ და დავლევთ.აი, ასე იქნება ყველაფერი, ან დაახლოებით ასე.ნინო და მაიკო კი ეკლესიაში აუცილებლად წავლენ.