↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარსკვლავების დარაჯი

სხილაძე გოჩა

2010-08-121 წთ საკითხავი653 ნახვა

—
ამ ველურ ვარდებში ვარ ეულ-მთვარეულიშივას ვარსკვლავების მიყვარს დარაჯობაარ მშივა სიცოცხლე არეულ-დარეულიგული ეუბნება სიკვდილს გამარჯობა
შენდობა შენდა ვარსკვლავო სხივქორბუდაშენდამი ვარდი ვარ მიქელ-გაბრიელოვარსებობთ შენ და მე ოქროსფერო ბუდამე აქ მთვარის ვერცხლი უნდა გიბრიალო
ტყდებიან ვერხვები ცეცხლით ასვეტილიდაისვა წერტილი ვარდების სახსოვარისმთვარის დამაფიქრებს ღილი აწყვეტილიდა ღიმილ ჩაქრობილი ჯვარი მაცხოვარის
აქ არის მთვარე მთქნარებით მონავალი,ზღვარი იანვარის, ქარების, მყინვარების,ვარდი, ვარსკვლავები, ბავშვი ონავარი,კვლავ ქარის ამოვარდნა ხვალის მძვინვარების.

სხილაძე გოჩა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი