↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნია

სხილაძე გოჩა

2010-08-121 წთ საკითხავი657 ნახვა

—
ნია ნიავი თმებს გადაგყვება,თუ გეშინია სულშიც იქროლებს.ნია აქ ქარი ქარიშხალს ყვება,ემშვიდობება აქ და იქ როლებს.ავ დროებათა ანათებს ბროლისიზმრებში მქროლის განმარტოებას,სადღაც სიმღერა კრთება თებროლისდა ხე ბრიალებს ყვითელრტოება.მალე სიკვდილის ყვითელი ტორიქორის მზეს ქარში დაეტოლება,დაბრკოლებაა სხივების თორიშორით ანათონ თანატოლებმა.ნია, თანატოსს ველი ყოველთვისძილში, რომელიც მისთვის ძმა არის,მკვლელი ჯვარია იანვრის ბნელთვის,შენთვის ნაღველით ისმება ძმარი.გრილი წერტილიც აქ დაისმებადა ჩაწყვეტილი სიმღერის ეხოსიზმარს ტირილით შეეხორცება,მე ხომ არ მინდა რომ მკვდრებს შევეხო.ქროდეს, ვერ მოგწვდეს ქარი, ავდარი,არ მიგწუროდეს მზეი აროდეს,გამტყდარი სანთლის კრთოდეს საყდარიმისთვის, ვინც ბნელში მიიჩქაროდეს.

სხილაძე გოჩა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი