პოეზია · ლირიკა
* * * ჩემო ჯონათან
ჩემო ჯონათან,მენატრები... შენზე ვლოცულობ.ვიცი გულს გატკენ,დაგვაშორეს ერთმანეთს ყველა.მე სხვა ლაგერში გადამიყვანესდა ფრენის საქმეც კარგად ვერაა.ვეღარც ვვარჯიშობ... დამემტვრა ფრთები,ბაზაში კი არაფერი არ იშოვება...მე ხშირად ვტირი.მახსენდები და...ისეთი გრძნობა მიჩნდება,რომ ვერასდროს გნახავ.ახლა ფრთები თუ მიშველის,მხოლოდ ფრთები...შენ დამრჩი...შენღა... იმედადშენს პასუხს ველი,იქნება რამე მომიხერხო...გამომიგზავნო...თუნდ იყოს ძველი.ვლოცულობ შენზე დაგელოდები.