↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმფონია მცენარეების

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
იმდენს იმეტებს ნათელ იმედებსმცენარეების თავბრუდახვევა:ხან შადრევნებში ყელს გადიგედებს,ხან მზეა მათი ყელგადახვევა.
დღეს ყველაფერი სახეა ხვალის,აქ ყველაფერი სახეა ზეგის;არ აქვს საზღვარი მცენარეთ ხალისს,ჩვენი მზიანი ზღვის პირად მდეგის.
მისთვის ხომ ეს გზა წმინდა ბროლია,და გზა არ ჰქვია, არამედ გეზი -ეს ლიანები, ეს მაგნოლია,ჩაის ბუჩქების ველი უვრცესი.
აღარ დაცხრება ეს სიმფონია -აელვარდება ადუღებულ მზით -მთელი მსოფლიო, ასე მგონია,მიდის მის მიერ აჟღერებულ გზით!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი