პოეზია · ლირიკა
*** "ლიხის ქედივით"
ლიხის ქედივითმუხლმოდრეკილღვთისმშობელს ვხედავ,სილურჯეში რომ აუნთიამთვარის სანთელი...ჟამი გაივლის,გარდასულის ჩაქრება სევდადა გაბრწყინდებასალოცავი ზეცა ქართველის...ლიხის ქედივითმუხლმოდრეკილღვთისმშობელს ვხედავ,ბევრჯერ ნაწამებს,საოცარი ძალით აღდგენილს...მირონი წვეთავსთვალებიდან უწმინდეს დედას,დედას _ სალოცავს,ჭეშმარიტად ყველა ქართველის...