პოეზია · ლირიკა
ვიგრძენი
ვიგრძენიწვიმის შრიალი,ტყეში რომ იცის ისეთი,სიღრმე უჩუმარ სიჩუმის,ხმა უცნაური სიმღერის...ზეცა ავივსე ტრფიალით,წვიმამ რომ იცის იმ სევდით,უსიხარულო სიხარულს,უსიმღერობით ვიმღერდი...ცრემლებით სავსელამაზმანს უგზო-უკვალოდ მივსდევდი,მივსდევდი,მაგრამ დაწევნასნამდვილად არ ვაპირებდი...და სიშორიდანმის ასეთ შორეულობას ვითმენდი,მსიამოვნებდა გალუმპულსყოფნა უსაზღვრო იმედით...