პოეზია · ლირიკა
* * * უიღბლობის კიდევ ერთი დღეც დამთავრდა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
უიღბლობის კიდევ ერთი დღეც დამთავრდა დაჩემი ნაჭრის თოჯინები ჩემთან არიან.ალვის ხის ბუნდღლისგანაა მათი თმები,თვალების ნაცვლად კი - ვაშლის ხორცი აქვთ.მე მათ ვიწვენ ლოგინში და გულში ვიხუტებ.მეღვიძება ღამით და მათ სუნთქვას ვგრძნობ უმალ.ჩემი გლობუსი ფანჯარაზე - დამამტკიცებელი საბუთია იმისა,რომ ჯერ ცოცხალი ვარ.იღუნება ჩემი წიგნების თარო წიგნების სიმძიმისაგან.ქაღალდი იშლება მტვრად და ხალიჩაზე ცვივა ასოები.მე ვაგრძელებ გადაადგილებას, მაგრამყველაფერი მაინც ძველებურად რჩება:იგივე ვიწროშუბლიანი სახეები მძღოლების,იგივე მთვრალი გლეხები, რომელთაგანერთნი გაგინებენ დედას,ხოლო მეორენი გაწვდიან წყალს.იგივე თავხედი გამცილებლებიმუდამჟამს ნესტიანი თეთრეულით და დაუშაქრავი ჩაით.იგივე თანამგზავრები კუპეებში,მუდამ რომ უნდათ გული გადაგიხსნან;იგივე...მაგრამ საკმარისია გაიღვიძო და მაშინვე იგრძნობ,რომ შენს მკერდს მიხუტებული ნაჭრის თოჯინებიმშვიდად სუნთქავენ.ამას ბავშვობაში მე ვერ ვამჩნევდი, თუმც კი ვიცოდი,რომ ისინი ცოცხალნი იყვნენ.მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო:მაშინ მე თვითონ ნაჭრის თოჯინა ვიყავიალვის ხის ბუნდღლის თმებით დავაშლის ხორცით თვალების ნაცვლად.