↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს ნიშნები (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)

ანაშევიჩი ალექსანდრ

2011-08-121 წთ საკითხავი515 ნახვა

—
ფ.ეს ნიშნები, ღვლარჭნილობები, თაღლითური ალგებრა.მსუბუქი ჰაერი, ჰაერის ბუშტუკები ლაყუჩების ქვეშ.ყველაფერი - მოჯადოებული ანბანია გერბის,ათასწლოვანი ჰერბარიუმის.ყველაფერი - შუქია ცარიელი შანდლის, დაჟანგული ბრის.ანგელოზებს უნარი შესწევთ პატივს სცემდნენ ისტორიას.პაწაწინა კონვერტებში მიხაკ-დარიჩინს, ჯანჯაფილს ყრიდნენ.აჭრიალებდნენ კარს,რომელიღაც ძველისძველ ქაღალდს აშრიალებდნენ.და საერთოდ, გამოსცემდნენ აუხსნელ ბგერებს.ხოლო შენ ზიხარ და მკითხაობ,და აყურადებ გაფაციცებით. დამხოლოდ მაშინ ეცემა დაბლა ჩაის კოვზიდა კი არ წკრიალებს, ეკიდება სადღაც ჰაერში,და შენ ხვდები, რომ ფერმკრთალი ქალწული,უსისხლო ლილიტი თამაშობს შენთან.

ანაშევიჩი ალექსანდრ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი