პოეზია · ლირიკა
* * * უკვე მერამდენე წელია, ჩემს ქუჩაზე (მთარგმნელი: ვასილ გულეური)
უკვე მერამდენე წელია, ჩემს ქუჩაზეხმა ისმის ნაბიჯების - მტოვებენ მეგობრები.წყვდიადში ფანჯრებს მიღმა ნელი სვლით მშორდებიან,აჩრდილად ილანდება სარკმელში მოგონება.
დარჩათ ბევრი საქმე, ახლა მათ სახლებშიარ ისმის მუსიკის ხმა, არ ისმის სიმღერები,მხოლოდ, ძველებურად, დეგას გოგონებიცისფერი ბუმბულებით მორთულ ყელს იღერებენ.
რაღა გაეწყობა, ნუღარ შეგაშფოთებთასე უმწეოებს შიში ღამეული.ჩემო მეგობრებო, უფრო გებინდებათმზერა, ღალატით და შიშით არეული.
როგორი სასტიკი და მკაცრი ხარ, მარტოობავ!ცივად გაილევებს ლითონის ფარგალი დაწრეს კრავ, ყველაფერი ახლა ამაოა,შენთან მუდარა და თხოვნა არ გავიდა.
მაშ, შენს ნებიერას, შენგან მოალერსეს,ჯილდო მარგუნე და რამით მანუგეშე!დარდებს გავიქარვებ, მკერდს რომ მოგეყრდნობი,მერე რა, რომ სუსხი მხვდება შენს უბეში.
ნება მომეცი, რომ უხმოდ, ფეხაკრეფითშენს ტყეში ვიარო და ხმელი ფოთლებინელა მოვაგროვო, სახე ჩავმალო დაროგორც ნეტარება, შევიგრძნო ობლობა.
მიბოძე მდუმარება შენი წიგნთსაცავის,შენი კონცერტების მკაცრი მოტივებიდა მე დავივიწყებ ყველას, ვინც კი მოკვდა,მათაც, ვინც დღემდეა მათზე მოტირლები.
შევიცნობ სიბრძნესა და სევდა-მწუხარებას,საგნები გამანდობენ აზრებს, რაც მათშია,ბუნება, დამეყრდნობა მხრებზე, ხელებს მომხვევსდა გამიზიარებს საკუთარ ხვაშიადს.
და მაშინ - ცრემლებიდან, წარსულის წყვდიადიდან,რაღაც უეცარი ელდა მოვარდება.ჩემი მეგობრების ნაკვთები მშვენიერიჩნდება და კვლავ ზავდება, როგორც მოლანდება.